Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინგლისური გრანდი სარის გუნდში მიყვანას განიხილავს

იტალიური მედიის ინფორმაციით, ტოტენჰემი მაურიციო სარის გუნდში მიყვანას განხილავს და მომავალ კვირას მხარეებს შორის შეხვედრაც ჩაინიშნა.

ტოტენჰემი ჟოზე მოურინიოს შედეგებით უკმაყოფილოა. ლონდონელები ამ ეტაპზე მე-7 ადგილზე იმყოფებიან და მათ ევროპა ლიგაზე გასვლაც კი გაუჭირდებათ, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა პორტუგალიელი სპეციალისტის შემცვლელს ეძებს და ერთ-ერთ ვარიანტი სწორედ მაურიციო სარი გახლავთ.

ტოტენჰემის გარდა, სარი ნაპოლის და რომასაც დაუკავშირეს და როგორც ჩანს, ზაფხულში იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთს დაუბრუნდება.