Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიემ MLS-დან მსუყე წინადადება მიიღო

ნაპოლის კაპიტნის ლორენცო ინსინიეს გაფორმების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება და აქამდე ნახსენები გუნდების სიას MLS-ის ტორონტოც შეუერთდა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ამერიკული გუნდის წარმომადგენლები ნეაპოლში 2 კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ და მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

წყაროს ცნობით, ტორონტო მზად არის ინსინიეს მოთხოვნილი 6-6.5 მილიონი გადაუხადოს, თუმცა რამდენად სურს ინსინიეს ევროპის დატოვება, სხვა საკითხია…