Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინსინიე:“ოსპინას ყოველთვის საოცარი ფეხი ჰქონდა!“

ლორენცო ინსინიეს ნაპოლიმ 2 მატჩის ჯამში ინტერი 2 – 1 დაამარცხა და კოპა იტალიას ფინალში გავიდა.

გთავაზობთ ფეხბურთელის მატჩისშემგომ კომენტარს:

„ინტერმა კარგი შეხვედრა ჩაატარა,თუმცა ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ და გუნდურად ვიმოქმედეთ.ფინალში გასვლა ჩვენი უმნიშნველოვანესი მიზანი იყო,რასაც წარმატებით მივაღწიეთ.ახლა ახალი მიზანი გვაქვს,იუვენტუსს უნდა მოვუგოთ და თასი ავწიოთ!

„ოსპინამ არაჩვეულებრივი პასი გააკეთა,მას ყოველთვის შესანიშნავი ფეხი ჰქონდა და ამ კომბინაციას ვარჯიშებზე ვხვეწდით,კარგი კონტრ-შეტევა გამოვიდა და ლამაზი გოლიც გავიტანეთ,რამაც შედეგი მოგვიტანა.

„ცარიელ სტადიონზე თამაში საკმაოდ უცნაურია,თუმცა ჩვენ ჩვენი გულშემატკივრებისთვის ბოლომდე დავიხარჯეთ.მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს და იმ ხალხს,ვინც პანდემიის პირობებში მუშაობას განაგრძობდა.

„მთელი გუნდი გატუზოსთან ძალიან ახლოს არის.ის დიდი მწვრთნელი და უფრო დიდი ადამიანია,რომელსაც დის გარდაცვალების გამო,მძიმე პერიოდი უდგას და ჩვენ გვინდოდა,რომ ცოტა გაგვემხნევებინა.

„იუვენტუსთან გამარჯვება თუ გვინდა,ამაზე კარგი თამაში მოგვიწევს და იმედია ამას შევძლებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.