Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიესთვის ბრძოლაში პსჟ-ც ჩაერთო…

ლორენცო ინსინიეს ნაპოლიდან წასვლასთან დაკავშირებით იტალიურ მედიაში საუბარი არ წყდება და იტალიელი ფორვარდის მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და როგორც ფეხბურთელის აგენტმა გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა (იხილეთ აქ), დე ლაურენტისს ლორენცოსთვის ახალ ხელშეკრულებაში ხელფასის განახევრება სურს, რაც მის გუნდში დარჩენას ნაკლებად მოსალოდნელს ხდის.

ინსინიეს სახელი გასული კვირეების განმავლობაში არაერთ ევროპულ თუ MLS-ის გუნდს დაუკავშირეს, Tuttosport-ის ცნობით კი მათ რიგებს პსჟ-ც შეუერთდა.

ანხელ დი მარიას და კილიან მბაპეს პარიზელებთან კონტრაქტები სეზონის ბოლოს ეწურებათ, ამიტომ გუნდის ხელმძღვანელობა შეტევის გაძლიერებას გეგმავს და მათი ერთ-ერთი ფავორიტი კანდიდატი სწორედ ინსინიესა…