Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს აგენტმა ლორენცოს მომავალზე ისაუბრა

ლორენცო ინსინიეს აგენტმა ვინჩენცო პიზაკანემ Il Roma-სთან იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციაზე კომენტარი გააკეთა.

„მე ძალიან ბევრი წყაროსგან გავიგე, რომ ნაპოლიმ და დე ლაურენტისმა ინსინიეს მაქსიმალურად მომგებიანი კონტრაქტი შესთავაზა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

„მე გუნდის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ მათი ახალი წინადადების მიხედვით ინსინიეს ხელფასი 50 პროცენტით შემცირდება, რაც მიუღებელია. მე აგენტი ვარ და ჩემი კლიენტის ინტერესები უნდა დავიცვა.

„როგორც წესი, ფეხბურთელის შენარჩუნებისთვის გუნდი უფრო მათალ ხელფასს იხდის, ნაპოლი სხვა ფეხბურთელებთან მიმართებაში აქამდე სწორედ ასე იქცეოდა.

„თქმას არ საჭიროებს, რომ ლორენცო ინსინიე ნაპოლის შეთავაზების გამო გაკვირვებული იყო. ჩვენ დე ლაურენტისთან მოლაპარაკებებს განვაგრძობთ და მან იცის, რომ ახალი ხელშეკრულების გაფორმებისთვის ხელფასი უნდა გაიზარდოს და არა განახევრდეს.

„ინსინიე პროფესიონალია და გუნდის ღირსებას ბოლო წამამდე დაიცავს, მოლაპარაკებები კი გრძელდება და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.“