Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდა

სანამ ნაპოლი და ლორენცო ინსინიე ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდნებიან, იტალიელი ფეხბურთელის უფასოდ გაფორმების სია ნელ-ნელა იზრდება.

რამდენიმე იტალიური და ევროპული გრანდის შემდეგ, 30 წლის ფორვარდის სახელი ლონდონის არსენალსაც დაუკავშირეს.

ბრიტანული გამოცემა The Express-ის ინფორმაციით, მეთოფეები მზად არიან ინსინიეს მისი ამჟამინდელი ხელფასი 4.5 მილიონი საგრძნობლად გაუზარდონ და წლიურად გასამრჯელოს სახით 8 მილიონი გადაუხადონ, თუ ის გუნდთან იანვარში პრე-კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ინსინიეს პრიორიტეტი კვლავ ნაპოლიში დარჩენაა, თუმცა ამისთვის გარკვეულ დათმობაზე წასვლა დე ლაურენტისსაც მოუწევს, რომელსაც ფეხბურთელის ხელფასის შემცირება 3.5 მილიონამდე სურს.