Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ნაპოლიდან წასვლა რეალური ხდება

იტალიურ მედიაში ნაპოლიდან ინსინიეს წასვლის შესახებ ხმები აქტუალურობას არ კარგავს და რამდენიმე გავლენიანი გამოცემის ინფორამციით, მხარეებს შორის პრობლემა მხოლოდ კონტრაქტი არ არის და მათ შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და პარტენოპეის მის ახალ ხელშეკრულებაში ხელფასის 4.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირება სურს, ინსინიე კი გასამრჯელოს 5.5 მილიონამდე გაზრდას ითხოვს.

ფინანსურ საკითხზე არსებული უთანხმოების მიუხედავად, La Repubblica_ს, SportMediaset-ის და სხვა წყაროების ინფორმაციით, დე ლაურენტისსა და ინსინიეს შორის დაძაბულობა გუნდში ჯერ კიდევ კარლო ანჩელოტის ყოფნის დროს დაიწყო და აქ კონტრაქტი არაფერ შუაშია.

წყაროების ცნობით, 2019 წლის დეკემბერში ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი კრახის შემდეგ ინსინიე გუნდთან ერთად ვარჯიშზე უარს ამბობდა, დე ლაურენტისის და მაშინდელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მითითებებს არ ასრულებდა და გუნდიდან წასვლა სურდა.

ამ ამბებს გუნდიდან კარლო ანჩელოტის გაშვება, აჯანყებული ფეხბურთელების დაჯარიმება და ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილის მუქარაც მოჰყვა.

როგორც ჩანს, ბოლომდე პრობლემები მხარეებს შორის არ მოგვარდა და თუ ეს ინფორმაცია მართალია, ინსინიეს გუნდიდან წასვლა გამორიცხული სულაც არ არის…