Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ნაპოლის დატოვება არ სურს

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლორენცო ინსინიეს ამ ზაფხულს ნაპოლის დატოვება არ სურს და შესაძლოა გუნდში ახალი კონტრაქტის გაფორმების გარეშეც კი დარჩეს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში იწურება, თუმცა მხარეებს შორის ჯერჯერობით ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ფინანსური უთანხმოების გამო ვერ ხერხდება.

რამდენიმე წყაროს ცნობით, ნაპოლის 30 წლის ფეხბურთელის ხელფასის შემცირება სურს, ინსინიე კი პირიქით, გასამრჯელოს მომატებას ითხოვს.

Gazzetta-ს მტკიცებით, ინსინიე მზად არის ახალი ხელშეკრულება იმავე პირობებით გააფორმოს, მაგრამ ხელფასის დაკლებაზე თანახმა არ არის და თუ გუნდი უკეთეს პირობებს არ შესთავაზებს, პარტენოპეის რიგებში კიდევ ერთი სეზონით დარჩება, რის შემდეგაც გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.