Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინსინიეს ტრავმა სერიოზული გამოდგა

ნაპოლიმ დაადასტურა,რომ ლორენცო ინსინიეს ტრავმა,რომელიც მან ლაციოსთან დაპირისპირების დროს მიიღო,საკმაოდ სერიოზულია და ბარსელონასთან მისი თამაში საეჭვოა.

კაპიტანმა,რომელმაც იმ შეხვედრაში გოლის გატანაც მოახერხა,შეხვედრის ბოლო წუთზე ტკივილი იგრძნო და აცრემლებული მოედანზე დაეცა.

დღეს კი ნაპოლიმ მის მდგომარეობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა:

„ლორენცო ინსინიეს სრული გამოკვლევა ჩაუტარდა და დადასტურდა,რომ მას მარცხენა ბარძაყის კუნთზე მცირე დაზიანება აღენიშნება.მისი მდგომარეობა ყოველდღიურად შეფასდება,თუმცა ბარსელონასთან მისი ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.“

Leave a Reply

Your email address will not be published.