Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ტრანსფერით ბაიერნიც დაინტერესდა

იტალიური მედიის ინფორმაციით, ნაპოლის ფორვარდის ლორენცო ინსინიეს მსურველთა სიას მიუნხენის ბაიერნიც შეუერთდა.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოლაპარაკებები ინსინიესა და ნაპოლის შორის ახალი ხელშეკრულების თაობაზე უკვე რამდენიმე კვირაა ჩიხში შევიდა და ნაკლებად მოსალოდნელია, რომ იტალიელი ფეხბურთელი მომდევნო სეზონიდან პარტენოპეის რიგებში ვიხილოთ.

წყაროს ცნობით, თუ ინსინიე სეზონის ბოლომდე ნაპოლისთან კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, მის გაფორმებას სხვა ევროპულ თუ ამერიკულ გუნდებთან ერთად რეკორდმაისტერიც ეცდება, რომლისთვისაც ინსინიეს მოთხოვნილი 6 მილიონის გადახდა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.