Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ტრანსფერით ინგლისური გრანდი ინტერესდება

ესპანური მედიის ინფორამციით, ნაპოლის იტალიელი ფორვარდის ლორენცო ინსინიეს ტრანსფერით ლონდონის ჩელსი ინტერესდება.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და მხარეებს შორის ფინანსურ საკითხზე მოლაპარაკება ვერ ხერხდება, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლის შანსი თავისუფალი აგენტის სტატუსით საკმაოდ დიდია.

Marca-ს ცნობით, ჩელსი მზად არის ინსინიე ზაფხულში უფასოდ დაიმატოს და მას მოთხოვნილი ხელფასი, 6-6.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.