Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს ტრანსფერით იუვენტუსიც ინტერესდება

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის და ინტერის შემდეგ სეზონის ბოლოს ნაპოლის კაპიტნის ლორენცო ინსინიეს გაფორმების სურვილი ტურინის იუვენტუსმაც გამოთქვა.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ხელფასის გამო ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმება ვერ ხერხდება.

იუვენტუსს უკვე დიდი ხანია მარცხენა ფლანგზე პრობლემები აქვს და Calciomercato-ს ცნობით, ბიანკონერი მზად არის ინსინიეს მოთხოვნილი ხელფასი – 6 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუ ის მათ რიგებს ზაფხულში უფასოდ შეუერთდება.