Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს შემდეგ, ტორონტოს ნაპოლის კიდევ ერთი ლეგენდა შეუერთდება ?

ცოტა ხნის წინ ლორენცო ინსინიემ კანადურ გუნდ ტორონტოსთან პრე-კონტრაქტი გააფორმა და ის სეზონის ბოლოს ნაპოლის თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, თუმცა როგორც ჩანს MLS-ის გუნდი გაჩერებას არ აპირებს და ამჯერად დრის მერტენსის უფასოდ გაფორმებას გეგმავს.

ბელგიელი ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება და კონტრაქტის მიხედვით, პარტენოპეის აქვს შესაძლებლობა ის კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოს, თუმცა Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ამ პუნქტის გამოყენებას არ აპირებს და მერტენსი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

წყაროს ცნობით, ტორონტოს წარმომადგენლები მერტენსის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია…