Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიეს MLS-ში ზღაპრულ კონტრაქტს სთავაზობენ

ნაპოლი გუნდის კაპიტანთან ლორენცო ინსინიესთან ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას ჯერ კიდევ ვერ ახერხებს და შანსი იმისა, რომ იტალიელი ფორვარდი გუნდს სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, დღითი დღე იზრდება.

ინსინიეს სახელი გასული კვირეების განმავლობაში არაერთ ევროპულ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა მისი გაფორმებით MLS-შიც ინტერესდებიან და ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მას ტორონტო საკმაოდ მსუყე კონტრაქტს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, ტორონტო მზად არის ინსინიეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, წლიურად კი მას 8 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც ნაპოლის მიერ შეთავაზებულ ხელფასზე თითქმის 3-ჯერ მეტია…