Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე და ნაპოლი კვლავ ვერ თანხმდებიან

ლორენცო ინსინიეს ნეაპოლში დაბრუნების შემდეგ, იტალიელმა ფორვარდმა გუნდის პრეზიდენტთან დე ლაურენტისთან არაერთი შეხვედრა გამართა, თუმცა მხარეები ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ თანხმდებიან.

ინსინიეს მიმდინარე კონტრაქტი ნაპოლისთან 2022 წლის ზაფხულში იწურება და მხარეები ფინანსური საკითხის გამო ახალ ხელშეკრულებაზე ვერ თანხმდებიან.

Tuttomercato-ს ცნობით, ინსინიემ მზადყოფნა გამოთქვა გუნდთან ახალი ხელშეკრულება იმავე პირობებით გაახანგრძლივოს, დე ლაურენტისს კი სურს, რომ მისი ხელფასი 4.5 მილიონიდან 3.5 მილიონამდე შემცირდეს, ლორენცო კი ხელფასის შემცირებას არ აპირებს…