Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინსინიე ევროპა ლიგის განაცხადშია

ლორენცო ინსინიემ ტრავმა მოიშუშა და დიდი ალბათობით რიჯეკას წინააღმდეგ კაპიტანს სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

იტალიელ გარემარბს კუნთის ტრავმა ჰქონდა, რის გამოც სასუოლოსთან მატჩის გამოტოვება მოუხდა. პარტენოპეის ვერ დაეხმარება ვიქტორ ოსიმენი, რომელმაც რეალ სოსიედადთან წითელი ბარათი მიიღო და დისკვალიფიცირებულია.

ნაპოლის შემადგენლობა:

მეკარეები: მერეტი, ოსპინა, კონტინი

მცველები: დი ლორენცო, გულამი, ჰიუსაი, კულიბალი, მაკსიმოვიჩი, მანოლასი, რაჰმანი, მარიო რუი

ნახევარმცველები: დემე, ელმასი, ლობოტკა, ფაბიან რუისი, ზელინსკი, ბაკაიოკო

შემტევები: ლოზანო, მერტენსი, პეტანია, პოლიტანო, ინსინიე.