Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინსინიე:“ კაპიტანი ასე არ უნდა იქცეოდეს“

ნაპოლის კაპიტანმა ინტერთან მატჩში მომხდარი ინციდენტი გაიხსენა, რომლის დროსაც ის მსაჯთან შელაპარაკების გამო მოედნიდან გააძევეს და საბოლოო ჯამში ნერაძურიმ 1 – 0 იმარჯვა.

„მილანში მომხდარი ფაქტის გამო თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. გუნდი 10 კაცით დავტოვე და კაპიტანი ასე არ უნდა იქცეოდეს, გულშემატკივრებს დიდ ბოდიშს ვუხდი.

„შეტევაში ისედაც ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და იმ უაზრო წითელი ბარათის გამო მე გუნდს ვერც ლაციოსთან დავეხმარე.

„ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ ჩვენ გამარჯვება აუცილებლად გვჭირდება და იმედი მაქვს, რომ წელს მაღალ ნოტაზე დავასრულებთ.“

ოთხშაბათს ნაპოლი მარადონას სახელობის სტადიონზე ტორინოს მიიღებს.