Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე კარიერას MLS-ში გააგრძელებს

რამდენიმე იტალიური წყაროს ინფორმაციით, ლორენცო ინსინიე ევროპის დატოვებასა და კარიერის MLS-ში გაგრძელებაზე სერიოზულად ფიქრობს.

იტალიელ ფეხბურთელს მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ხელფასის გამო ის პარტენოპეისთან შეთანხმებას ვერ ახერხებს, ამიტომ 31 წლის ფორვარდი სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით თავისუფალი აგენტი გახდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტორონტო მზად არის ინსინიეს 4-წლიანი კონტრაქტი, წლიურად ხელფასის სახით კი 11.5 მილიონი შესთავაზოს, რასაც ბონუსების სახით კიდევ 4.5 მილიონი დაემატება, რაც ნაპოლის წინადადებაზე 5-ჯერ მეტია…