Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინსინიე ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს ?

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი და ლორენცო ინსინიე ახალ კონტრაქტზე მუშაობენ, რომელიც ფეხბურთელს კარიერის ბოლომდე პარტენოპეის რიგებში დატოვებს.

აძურის ფორვარდის მიმხინარე ხელშეკრულება 2022 წლის ივნისს იწურება. ლორენცო სეზონში ხელფასის სახით 4.5 მილიონ ევროს იღებს და წყაროს ინფორმაციით, ის ახალი ხელშეკრულების სანაცვლოდ გასამრჯელოს 1 მილიონით გაზრდას მოითხოვს.

29 წლის ფეხბურთელმა სეზონის სტარტიდან კუნთის რამდენიმე ტრავმა გადაიტანა, თუმცა 6 მატჩში 3 გოლის გატანა და ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მაინც მოახერხა.