ინსინიე:“ ნაპოლისთვის იუვენტუსის დამარცხება ყოველთვის გამორჩეული შეგრძნებაა“
ნაპოლის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ლორენცო ინსინიემ იუვენტუსთან გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„იუვენტუსთან 5-1 გამარჯვება სრული სიგიჟე იყო, მე გუნდს მთელი გულით ვქომაგობდი. ჩვენთივს, ნეაპოლიტანელებისთვის, იუვენტუსის დამარცხება ყოველთვის გამორჩეული შეგრძნებაა, მითუმეტეს ასეთი სხვაობით.
„კოპა იტალიიდან გამოვარდან ? ეს სრული შემთხვევითობა იყო და ამ ყველაფრისგან ზედმეტი პრობლემა არ უნდა შევქმნათ. სპალეტიმ კარგად იცის რას აკეთებს, მინდა მას და მის ბიჭებს მივულოცო, ისინი დიდებულ ფორმაში არიან. სარის ნაპოლიში ყოფნის დროს ჩვენც ძალიან კარგი გუნდი გვყავდა, მაგრამ მაშინ რაღაც გვაკლდა, ახლა კი ისინი სრულყოფილები არიან.
„ოსიმჰენი ? მე მისი პოტენციალი კარგად ვიცი. ვიქტორი დღითი დღე ვითარდება და ვიცი, რომ სპალეტის დახმარებით, ის თავისი შესაძლებლბოების მაქსიმუმის გამოვლენას შეძლებს.“