Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე ნიუკასლსაც მოუნდა…

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, ლორენცო ინსინიეს მსურველების რიცხვი იზრდება და იტალიური მედიის ინფორამციით, მათ სიას ნიუკასლიც შეუერთდა.

იტალიელ ფეხბურთელს ნაპოლისთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მხარეებს შორის ფინანსურ საკითხებზე შეთანხმება ვერ ხერხდება, ამიტომ დიდი ლორენცო პარტენოპეის რიგებს ზაფხულში უფასოდ დატოვებს.

ნიკოლო შირას ინფორმაციით, ნიუკასლის არაბი მფლობელები ინსინიეს კოლოსალურ ხელფასს შესთავაზებენ და კონტრაქტის მათთან გაფორმების შემთხვევაში ერთჯერად ბონუსსაც გადაუხდიან…