Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე:“ სამწუხაროა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვთამაშობთ…“

ნაპოლის კაპიტანმა ლორენცო ინსინიემ ევროპა ლიგის მატჩის წინ, რომელშიც პარტენოპეის მეტოქე სპარტაკი იქნება, პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, მეტოქე კარგად შევისწავლეთ და თამაშისთვის მზად ვართ. სეზონი ჯერ ახლახანს დაიწყო და ამ მომენტისთვის ნაჩვენები შედეგი არაფერს ნიშნავს, ამიტომ ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და თითოეულ შეხვედრას მაქსიმალური კონცენტრაციით შევხვდეთ.

„სიმართლე რომ გითხრათ ჩვენ კვლავ გაბრაზებულები ვართ იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგაზე არ ვთამაშობთ, მაგრამ ევროპა ლიგა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ტურნირია და გვსურს, რომ მაქსიმალურად შორს გავიდეთ.“

ინსინიეს კონტრაქტი ნაპოლისთან სეზონის ბოლოს იწურება…

„ახლა მე კონტრაქტის თაობაზე არ ვფიქრობ, ახლა მთავარი გუნდის წარმატებაა, კონტრაქტის თემაზე კი ჩემი აგენტი და ნაპოლის ხელმძღვანელობა მუშაობენ, ჩვენ ჯერ კიდევ დიდი დრო გვაქვს.“