Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე:“ ჩვენს მიმართ კრიტიკა გადაჭარბებულია“

რობერტო მანჩინის შემდეგ (იხილეთ აქ), ლიტვასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ლორენცო ინსინიემ ისაუბრა.

აძურიმ წინ მატჩში ყველა დროის რეკორდი დამაყარა და გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც 36-მატჩიანი წაუგებელი სერია განახოციელა, მაგრამ მათ ზედიზედ 2 ფრე ითამაშეს და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რის გამოც გუნდი საკმაოდ მწვავედ გააკრიტიკეს.

„წინა 2 მატჩში ჩვენ დამაგვირგვინებელ ფაზაში საკმარისად ზუსტები არ ვიყავით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პანიკში უნდა ჩავვარდეთ და ცივი გონება ვერ შევინარჩუნოთ.

„ყველაზე მეტად ქულების დაკარგვა ჩვენ გვწყინს, მაგრამ ამის გამო მედიაში ზედმეტად დიდი დაძაბულობა იქმნება, რისი აუცილებლობაც არ არსებობს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა და ჩვენ გოლების გატანას მოვახერხებთ.

„მე გაზეთები არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი, რომ იქ ჩვენს მიმართ ბევრი კრიტიკა დაიწერა. ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეგვიძლია და ეს სულ ახლახანს დავამტკიცეთ, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა მოგვიწევს.“

იტალია 11 ქულით C ჯგუფს ლიდერობს, მეორე ადგილზე კი შვეიცარიაა, რომელსაც 7 ქულა აქვს, მაგრამ მათ აძურიზე 2 მატჩით ნაკლები აქვთ გამართული.

მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული ინაღდებს, მეორე ადგილზე გასულს კი მეორე ადგილოსნებს შორის პლეი-ოფის თამაში მოუწევს.