Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე:“ ჩვენ ვერავინ შეგვაჩერებს…“

ლორენცო ინსინიემ, რომელმაც ბელგიის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშეც გახდა, გუშნდელ მატჩზე ისაუბრა.

„მატჩის MVP-ს წოდების მიღება ძალიან მახარებს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებაა. ჩვენ ვმუშაობთ როგორც გუნდი და ასე უნდა გავაგრძელოთ, რადგან აძურის სერიოზული მიზნებისთვის ბრძოლა შეუძ₾ია

„ჩემი გოლი ? დავინახე, რომ ჩემს წინ ტილემანსი იყო, რომელსაც ყვითელი ბარათ უკვე ჰქონდა და ვერ შემაჩერებდა, ამიტომ ჩვენს შორის არსებული სივრცე გამოვიყენე და კარგი დარტყმა გამოვიდა.

„რა ხდებოდა გასახდელში შესვენებაზე ? მწვრთნელმა გვითხრა, რომ სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. ჩვენ პენალტის მომენტის გამო ძალიან გავბრაზდით, რადგან მსაჯი შეცდა, თუმცა ამას ვეღარ გამოვასწორებდით და ეს მომენტი უნდა დაგვევიწყებინა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და გამარჯვება მოვიპოვეთ.

„ესპანეთთან მატჩი ? თუ ჩვენ იმ თავგანწირვით და მონდომებით თამაშს გავაგრძელებთ, რომელსაც აქამდე ვაჩვენებდით, აძურის ვერავინ გააჩერებს.

„ახლა ენერგია უნდა აღვიდგინოთ და ესპანეთთან კიდევ ერთი რთული მატჩისთვის მოვემზადოთ.“