Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინსინიე:“ ჩვენ მარადონასთვის გავიმარჯვეთ“

ლორენცო ინსინიემ ლაციოს განადგურების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მატჩის წინ ნაპოლიმ ლეგედნარული დიეგო მარადონას ქანდაკება წარადგინა, რომელიც ზუსტად 1 წლის წინ, გულის შეტევით გარდაიცვალა და ფეხბურთელებმა ეს გამარჯვება სწორედ მის ხსოვნას მიუძღვნეს.

„ჩვენ ლაციოსთან მატჩით ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 3 ქულა მოვიპოვეთ.

„ჩვენ სარისთან ერთად ძალიან პროდუქტიული პერიოდი გვაქვს გატარებული, თუმცა სამწუხაროდ მაშინ ვერაფრის მოგება ვერ მოვახერხეთ, სპალეტიმ კი ახალი ეპოქა დაიწყო და იმედი მაქვს, რომ ეს პერიოდი უფრო ნაყოფიერი იქნება.

„ჩვენი ლაციოსთან გამარჯვება დიეგოს ეძღვნება, ეს მთელი ნაპოლისთვის მნიშვნელოვანი საღამო იყო და ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ასეთი კარგი მატჩი ჩავატარეთ.

„მერტენსის დუბლი ? მე მას უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცნობ და ფაქტი, რომ ის გუნდის ყველა დროის ბომბარდირია, დამთხვევა არ არის.

„ჩემი კონტრაქტი ? მე ვცდილობ, რომ ამაზე არ ვიფიქრო და კონცენტრაცია მხოლოდ მოედანზე გავაკეთო. ამ საკითხზე ჩემი აგენტი მუშაობს, თუმცა ჯერჯერობით ახალი არაფერია.“