Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერთან მატჩის წინ, ტორინოს ბელოტი უბრუნდება

ტორინოს კაპიტანმა ანდრეა ბელოტიმ კორონა ვირუსი დაამარცხა და დიდი ალბათობით კვირას ინტერის წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

გრანატას ფორვარდს ვირუსი 23 თებერვალს, 6 სხვა თანაგუნდელთან ერთად დაუდასტურდა, თუმცა მან ვირუსის დამარცხება მოახერხა და უმნიშვნელოვანეს მატჩში გუნდის დახმარებას მოახერხებს.