Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერისთვის ბარელა ხელშეუხებელია

იტალიური მედიის ინფორამციით, ინტერი ნიკოლო ბარელას გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს.

იტალიელი ფეხბურთელი ნერაძურის რიგებში შესანიშნავ სეზონს ატარებს და მისი გაფორმების სურვილი არაერთმა ევროპულმა გრანდმა გამოთქვა, თუმცა Corriere dello Sport-ის ინფორამციით, ინტერი ახალგაზრდა ფეხბურთელთან ახალ კონტრაქტს უახლოეს პერიოდში გააფორმებს.

წყაროს ინფორმაციით, ინტერს ფინანსური ბალანსის დასაცავად ერთ-ერთი ვარსკვლავის გაყიდვა მოუწევს, მაგრამ ეს ბარელა არ იქნება. უახლოეს დღეებში გუნდის პრეზიდენტი სტივენ ჟანგი მილანში დაბრუნება და მხარეები ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს წამოიწყებენ.