Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ამერიკული ტურნე საფრთხის ქვეშ არის

იტალიური მედიის ინფორამციით, კორონა ვირუსის მომატებული შემთხვევების გამო ინტერმა შესაძლოა ამერიკაში გამგზავრება ვეღარ მოახერხოს.

ინტერის ფლორიდაში გამგზავრება მომდევნო კვირას არის ჩანიშნული, სადაც ნერაძური ამხანაგური ტურნირის ეგიდით 25 ივლისს არსენალს უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ ბენეამატა მიიჩნევს, რომ Florida Cup-ზე მონაწილეობის მიღება კორონა ვირუსის გამო სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ინტერის ხელმძღვანელობა Florida Cup-ის წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდა და თუ გუნდს ამის ლეგალური შესაძლებლობა ექნება, ნერაძური ამერიკაში წასვლაზე უარს იტყვის.