Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ახალი წინადადება პერიშიჩს

ინტერი ივან პერიშიჩის კონტრაქტზე მუშაობას განაგრძობს და იტალიური წყაროების ინფორმაციით, ნერაძურიმ ხორვატ ფეხბურთელს ახალი, წინადადებით მიმართა.

პერიშიჩს, რომელიც სიმონე ინძაგის გუნდში მისვლის შემდეგ ინტერის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გახდა, მიმდინარე კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, რომლის მიხედვითაც ის წლიურად გასამრჯელოს სახით 5 მილიონ ევროს იღებს.

ნერაძურის 32 წლის ფეხბურთელის შენარჩუნება სურს და მას კონტრაქტის 2024 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას სთავაზობს, ხელფასის სახით კი მას წლიურად 4 მილიონს ჰპირდება, რაც აქამდე შეთავაზებულ 3 მილიონთან შედარებით გაუმჯობესებული წინადადებაა და მაროტას იმედი აქვს, რომ ფეხბურთელის შენარჩუნებას მოახერხებს.