Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის გამამხნევებელი მესიჯი კიაერს…

როგორც უკვე მოგახსენეთ, მილანის ერთ-ერთმა ლიდერმა ცოტა ხნის წინ მუხლზე ოპერაცია ჩაიტარა და მისთვის დიდი ალბათობით სეზონი დასრულდა (იხილეთ აქ).

ამ თემაზე კომენტარი ინტერმა სოციალური ქსელის მეშვეობით გააკეთა და კიაერის გამხნევება სცადა:

„ჩემპიონები არა მხოლოდ მოედანზე კარგი თამაშის დროს ხდები, არამედ ისიც მნიშნელოვანია, თუ როგორ გადალახავ სირთულეებს. მალე დაბრუნდი, სიმონ, ჩვენ შენ სან სიროს მინდორზე გელოდებით, რომ დამსახურებული აპლოდისმენტი მოგიძღვნათ.”