Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის გამორჩეული სეზონი…

ანტონიო კონტეს ინტერი მიმდინარე სეზონში საშუალოდ იმაზე მეტ ქულას აგროვებს, ვიდრე ჟოზე მოურინიოს გუნდი 2010 წელს, როდესაც ნერაძურიმ ლეგენდარული ტრებლი მოიგო.

ინტერმა სეზონის მეორე წრეში ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა, რაც სერია ა-ს ისტორიაში საუკეთესო შედეგია და სკუდეტოს ოფიციალურად გაფორმებამდე 13 ქულა აკლიათ.

ნერაძურის სერია ა-ში 69 გოლით მე-2 საუკეთესო შეტევა ჰყავთ და 27 გაშვებული გოლით იუვენტუსთან ერთად დაცვაშიც საუკეთესოები არიან.

2010 წელს ჟოზე მოურინიოს გუნდი საშუალოდ 2.15 ქულას აგროვებდა, მიმდინარე სეზონში კი ნერაძური 2.46 ქულას აგროვებს და ამაზე უკეთესი შედეგი გუნდს ისტორიაში მხოლოდ ორჯერ – 1988-89 წლების სეზონში ჯოვანი ტრაპატონის და 2006-07 წლებში რობერტო მანჩინის დროს ჰქონდა.