Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის გაყიდვაზე მოლაპარაკებები ჩაიშალა

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, Suning-სა და BC Partners-ს შორის ინტერის გაყიდვასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშალა.

ამის მიზეზი მხარეებს შორის ფინანსურ ასპექტში ძალიან დიდი დისტანცია გახდა. ჩინური კომპანია ნერაძურის სანაცვლოდ დაახლოებით 1 მილიარდ ევროს ითხოვს, ბრიტანული კომპანია კი 750 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს…

ჩაშლილი მოლაპარაკებების მიუხედავად, ინტერის გაყიდვა კვლავ აქტუალური საკითხია და გუნდის ხელმძღვანელობა სხვა დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.