Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის გეგმები დაცვის ხაზის გასაძლიერებლად

Gazzetta dello Sport-ის მტკიცებით, ინტერი ჩელსის მარცხენა უკანახაზელის, ემერსონ პალმიერის ტრანსფერს უფრო და უფრო უახლოვდება.

წყაროს ინფორმაციით, ჩელსიმ თავდაპირველად მოთხოვნილ 40 მილიონ ევროს 10 მილიონი დააკლო და მზად არის, ფეხბურთელს 30 მილიონის სანაცვლოდ შეელიოს.

დიდი ალბათობით, ცვლილებები მოხდება ინტერის ცენტრალურ ზონაშიც. მას შემდეგ, რაც ანტონიო კონტეს გუნდში დარჩენა გადაწყდა, მილან შკრინიარის მომავალი ინტერში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 25 წლის სლოვაკი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს და მის სანაცვლოდ ინტერი ვერონას ცენტრალურ მცველს, მარაშ კუმბულას შეიძენს.

კუმბულამ ინტერში გადასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა, თუმცა ჯერჯერობით გუნდებს შორის შეთანხმება არ არსებობს.

Leave a Reply

Your email address will not be published.