Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის გეგმები ნახევარდაცვის ხაზში

ნერაძურის პრიორიტეტი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სანდრო ტონალი იქნება.გუნდი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის იმედი აქვთ.

Tuttosport-ის ცნობით ინტერი გუნდიდან ‘ზედმეტ ტვირთს’ მოიშორებს და მათ უფრო გამოსადეგი და საჭირო ფიგურებით შეცვლის.ერთ-ერთი ასეთი ბორხა ვალეროა,რომლის კონტრაქტი გუნდთან მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და ინტერი მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

ანტონიო კონტე რაჯა ნაინგოლანის გუნდში ინტეგრაციას კვლავ ეცდება.ბელგიელი ამ სეზონს კალიარიში,იჯარის წესით ატარებს და სეზონის ბოლოს ინტერს დაუბრუნდება.კონტეს ნაინგოლანის ნაცვლად არტურო ვიდალის მიყვანა სურდა,თუმცა ნერაძური ჩილელის ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეცდება,თუ ნაინგოლანს მყიდველი გამოუჩნდა.

ბორხა ვალეროს გარდა,გუნდს მატიას ვესინო და რობერტო გალიარდინი დატოვებენ.

Leave a Reply

Your email address will not be published.