Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორები გუნდთან 2-წლიან კონტრაქტებს გააფორმებენ

იტალიური წყაროების ინფორმაციით, ბეპე მაროტა, პიერო აუსილიო და დარიო ბაკინი ინტერთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებენ.

ბენეამატას დირექტორებს მიმდინარე კონტრაქტები გუნდთან სეზონის ბოლოს ეწურებათ, თუმცა მათ რთულ სიტუაციაში გუნდის პრობლემებს თავი შესანიშნავად გაართვეს და ახალი კონტრაქტები დაიმსახურეს.

Tuttomercato-ს ინფორამციით, სტივენ ჟანგი კორონა ვირუსის პანდემიის გამო ჩინეთში დაწესებული უსაფრთხოების პროტოკოლის მიზეზით ჯერჯერობით იტალიაში ვერ ბრუნდება, თუმცა დირექტორების კონტრაქტის გაფორმება მხოლოდ დროის საკითხია.