Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორი ანტონელო:“ Suning-ი გუნდს ყოველთვის მხარს გვიჭერდა და ასე გაგრძელდება“

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც ინტერის მფლობელი კომპანია Suning-ი ახალ ინვესტორებს ეძებს და გუნდის გაყიდვა სურს, ნერაძურის დირექტორმა ალესანდრო ანტონელომ ჩინური კომპანიის მხრიდან არსებულ მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„ჩვენ ერთად ფინანსურად ძალიან რთული სიტუაცია გამოვიარეთ, თუმცა ერთიანობა შევინარჩუნეთ და სკუდეტოს მოპოვება მოვახერხეთ, რასაც ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა.

„Suning-ი გუნდს ყოველთვის გვერდში ედგა და ეს ახლაც ასეა. ჩვენ, გუნდის მენეჯმენტი ვალდებულები ვართ ვიზრუნოთ, რომ ინეტრმა მოედანზე და მის მიღმა კარგი შედეგები აჩვენოს, შემდეგ კი რა მოხდება, მხოლოდ მომავალი გვიჩვენებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სანამ Suning-ი გუნდის სათავეშია, ის ინტერის დახმარებაზე უარს არასოდეს იტყვის.“