Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორი:“ ახალი სტადიონის პროექტს ძალიან მალე წარვადგენთ“

ინტერის დირექტორმა ალესანდრო ანტონელომ მილანური გრანდების ახალ ისტადიონის შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ მილანთან ერთად ახალი სტადიონის პროექტთან დაკავშირებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან მალე მას საზოგადოებას წარვუდგენთ.

„ახალი სტადიონი იქნება ინტერის და მილანის ამბიციური პროექტების უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, რომ ფინანსურ დონეზე ევროპულ გრანდებს გავუთანაბრდეთ.

„პროექტის წარდგენის შემდეგ, ჩვენ მშენებლობისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს დავიწყებთ, საბოლოო სახეს კი სტადიონი და მისი შემოგარები 2027 წელს მიიღებს.“