Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორი:“ ჩვენ ძლიერი ფუნდამენტი ჩავყარეთ, რომელიც დროთა განმავლობაში წარმატებულ გზაზე დაგვაბრუნებს“

დღეს ინტერის მეწილეების შეხვედრა გაიმართა და გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გასული ფინანსური წლის პერიოდში ნერაძურიმ 104 მილიონი ევრო დაკარგა.

კონფერენციის შემდეგ, კომენტარი ბეპე მაროტამ გააკეთა.

„ჩვენ  ბოლო 2 წლის განმავლობაში ძლიერი ფუნდამენტი ჩავყარეთ, რომელიც  დროთა განმავლობაში გუნდს მწვერვალზე დააბრუნებს. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ განვითარება განვაგრძოთ და სეზონიდან სეზონამდე უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ.

„გასულ სეზონში ჩვენ ჩემპიონატი მე-2 ადგილზე დავასრულეთ და ჩემპიონს მხოლოდ 1 ქულით ჩამოვრჩით, ვითამაშეთ ევროპული ფინალი, რაც ინტერმა ბოლოს 10 წლის წინ გააკეთა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტი მუშაობს.

„ჩვენ გავიფორმეთ ბევრი უნიჭიერესი ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებიც გუნდში ახალ ერას დაიწყებენ და ნერაძურის ტიტულებს მოუტანენ.“