Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორმა ბელერინის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

აშრაფ ჰაკიმის პსჟ-ში ტრანსფერის შემდეგ, მის შემცვლელად ინტერს არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს და მათ შორის ყველაზე ხშირად მედიაში ჰექყორ ბელერინის სახელი ისმის.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ინტერის სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ გააკეთა.

„აშრაფ ჰაკიმი ინტერის უმნიშნელოვანესი ფეხბურთელი იყო და მისი შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ჩვენ რამდენიმე ვარიანტს განვიხილავთ. ბელერინი ? ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არაფერია.“