Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორმა გუნდის მომავალზე და ახალ სტადიონზე ისაუბრა

ინტერის დირექტორმა ალესანდრო ანტონელომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ Suning-ი ინტერის გაყიდვას არ აპირებს და 2 წლის წინ დაწყებული პროექტი გრძელდება.

„ყველა იმ ჭორის მიუხედავად, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ინტერთან დაკავშირებით ვრცელდება, ინტერის გრძელვადიანი პროექტი, რომელმაც ჩვენ პროცესში უკვე სკუდეტო მოგვიტანა, გრძელდება და ჩვენი სამომავლო ხედვა უცვლელი რჩება.

„ეკონომიკური სირთულეები პანდემიის შემდეგ მხოლოდ ინტერის პრობლემა არ არის, ეს ნებისმიერ გუნდს აწუხებს, თუმცა რატომღაც ასეთი აჟიოტაჟი მხოლოდ ნერაძურის გარშემოა ატეხილი, თუმცა პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ დაადასტურა, რომ გუნდის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე არ ემუქრება.

„ბროზოვიჩის კონტრაქტი ? პანდემიის გამო ჩვენ გარკვეულ დათმობებზე უნდა წავიდეთ, მაგრამ მარსელო ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრია, რომლის შენარჩუნებეა გვსურს.

„ახალი სტადიონი ? ჩვენ გარკვეული ცვლილებების შეტანა მოგვიწია, რომ ქალაქის მერიის რეკომენდაციები გაგვეთვალისწინებინა, მაგრამ ეს პროექტი როგორც გუნდებისთვის, ასევე მთელი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„თუ რაიმე სახის გაუთვალისწინებელი სირთულე არ წარმოიქმნა, სტადიონი 2027 წლისთვის მზად უნდა იყოს.“