Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის დირექტორმა კონტრაქტების სიტუაციაზე ისაუბრა

ინტერის დირექტორმა პიერო აუსილიომ კონტრაქტების თაობაზე არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ჩვენ გასული კვირეების განმავლობაში 3 ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულების გახანგრძლივება გავაოფიციალურეთ, ახლა კი ბროზოვიჩის კონტრაქტზე ვმუშაობთ.

„ძალიან მალე ჩვენ ივან პერიშიჩის და სამირ ჰანდანოვიჩის სიტუაციაზე დავიყებთ მუშაობას.

„ასევე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ დიმარკოს აგენტთან და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ერთად მუშაობის გაგრძელება გვსურს.

„დე ვრეი ? არ მესმის, საიდან მოდის ხმები მის იგუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ. მას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ წელიწად-ნახევარი აკავშირებს და მისი გაყიდვა არც კი განგვიხილავს.“