Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ექიმი:“ ერიქსენი სრულიად ჯანმრთელი იყო“

ინტერის სამედიცინო შტაბის უფროსის პიერო ვოლპის თქმით, კრისტიან ერიქსენს არც ტოტენჰემში და არც ინტერში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ჰქონია და ასეთი ინციდენტის ვარაუდი შეუძლებელი იყო.

„მომდევნო დღეების განმავლობაში კრისტიანს სამედიცინო შემოწმების გავლა მოუწევს. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის ის, რომ ერიქსენი თავს კარგად გრძნობს.

„მას არც ინგლისში თამაშის დროს და არც ინტერში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა არ ჰქონია, იტალიაში ამ მხრივ კონტროლი უმაღლეს დონეზეა და ფეხბურთელები რეგულარულ შემოწმებებს იკეთებენ.“