Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ექს-პრეზიდენტი პელეგრინი:“ არც მე და არც მორატი ინტერში დაბრუნებას არ ვაპირებთ“

ინტერის ყოფილმა პრეზიდენტმა ერნესტო პელეგრინიმ განაცხადა, რომ ინტერის აქციების ყიდვას არ აპირებს.

პელეგრინი ინტერის მფლობელი 1984 – 1995 წლებში გახლდათ.

„არც მე და არც მორატი ინტერში დაბრუნებას არ ვაპირებთ. მოვიდა დრო, რომ გზა ახალგაზრდა ადამიანებს დავუთმოთ, ახალი იდეებით, რომლებიც ინტერს ძველ დიდებას დაუბრუნებს.

„დღევანდელი მატჩი იუვეს წინააღმდეგ ? მე მომავლის წინასწარმეტყველება არ შემიძლია, თუმცა იმედი მაქვს, რომ ინტერი ფინალში გასვლას მოახერხებს.

„ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა სან სიროზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ იუვენტუსი ფავორიტია.

„იუვეს წინააღმდეგ გამარჯვება გუნდს ძალიან დიდ ფსიქოლოგიურ ბიძგს მისცემს და სერია ა-ში დაეხმარება. ინტერის რთული სიტუაცია ფეხბურთელებზეც აისახება და ასეთი გამარჯვება გარკვეულწილად იმ დაძაბულობას მოხსნის.“