Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის, იუვეს და მილანის სამიზნე მანჩესტერს ტოვებს

ბრიტანული გამოცემა Daily Mirror-ის ინფორმაციით, მანჩესტერმა დონი ვან დე ბეეკის გუნდიდან გაშვება საბოლოოდ გადაწყვიტა.

წითელმა ეშმაკებმა 24 წლის ნიდერლანდელი ფეხბურთელი 2020 წლის სექტემბერში 39 წლის მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა, თუმცა მისი კარიერა ინგლისში არც თუ ისე წარმატებულად აეწყო და მანჩესტერმა მისი გაყიდვა გადაწყვიტა.

ეკონომიკური კრიზისის გამო მანჩესტერს კარგად ესმის, რომ ვან დე ბეეკის სანაცვლოდ გადახდილ თანხას ახლა ვერ მიიღებს, ამიტომ ფეხბურთელის იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

ნიდერლანდელი ფეხბურთელის სახელი მილანს, იუვენტუსს და ინტერს გასული თვეების განმავლობაში არაერთხელ დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით არც ერთ მათგანს მანჩესტერთან მოლაპარაკებები არ წამოუწყია.