ინტერის კიდევ ერთი შეცდომა?

სებასტიანო ესპოსიტო და ინტერი ახალი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან.

იტალიელი შემტევის კონტრაქტი 2022 წელს იწურება და ნერაძურიმ მას ახალი ხელშეკრულება უკვე შესთავაზა,რისი მიხედვითაც ახალგაზრდა ფეხბურთელს წელიწადში ხელფასი 800,000 ევრო ექნებოდა,თუმცა მას უკეთესი წინადადება უნდა და მილანელები უარით გაისტუმრა.

17 წლის ფორვარდი მინიმუმ 1 მილიონ ევროს ითხოვს,რის დაკმაყოფილებასაც ინტერი არ აპირებს და ახალგაზრდა იტალიელის გუნდიდან წასვლაზე ხმები უკვე გავრცელდა.

გთავაზობთ ინტერის ‘წარმატებულ’ ტრანსფერებს.

1.ფელიპე კოუტინიო

ინტერმა კოუტინიო 4 მილიონ ევროდ ვასკო და გამადან შეიძინა 2008 წელს,თუმცა ინტერის იმდროინდელი პრეზიდენტი მორატი ფეხბურთელის მომავალში დარწმუნებული არ იყო.

რამდენიმე იჯარის შემდეგ,კოუტინიო ლივერპულმა 2013 წელს 13 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

სულ რამდენიმე წელში,კოუტინიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა,როდესაც ბარსელონამ ის 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

2.ნიკოლო ზანიოლო

ნიკოლო ზანიოლო ინტერს 2017 წელს 3.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა.მან ნერაძურის მეორე გუნდის რიგებში იმავე წელს 13 გოლით ბომბარდირის წოდება მიიღო,თუმცა მილანელები მის მომავალში დარწმუნებულები არ იყვნენ და ფეხბურთელი რაჯა ნაინგოლანის ტრანსფერში ჩართეს.

სულ 2 წელი გავიდა მას შემდეგ,იტალიელი შემტევი კი რომას ამომავალი ვარსკვლავი გახდა,მსურველების რიგი უდგას და მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონი ევრო გახდა.

3.ლეონარდო ბონუჩი

ბონუჩი იუვენტუსს 2010 წელს ბარიდან შეუერთდა და გუნდის ლიდერი გახდა,რამაც ბევრს დაავიწყა,რომ ის ერთ დროს ინტერის რიგებში ირიცხებოდა.

ბონუჩი ინტერს 2005 წელს,იჯარის წესით შეუერთდა და იმ წელსვე პრიმავერას ჯილდოს მოგება მოახერხა,თუმცა ნერაძურის მის გამოსასყიდად 200,000 ევროს გადახდა დაენანა.

მას შემდე,რაც ბონუჩი იუვენტუსში გადავიდა,იტალიელმა 7 სკუდეტო მოიგო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2-ჯერ გავიდა,ინტერი კი ამ დროის განმავლობაში 1 კოპა იტალიას დასჯერდა.

4.ანდრეა პირლო

საუკეთესო ბოლოს შემოგინახეთ.ინტერმა პირლოს პოტენციალი ბოლომდე ვერ დაინახა და ფეხბურთელი მილანს 17 მილიონად მიჰყიდა.

მას შემდეგ,პირლომ მილანის რიგებში 401 შეხვედრა ჩაატარა,41 გოლი გაიტანა და 71 ასისტი მიითვალა.ამ პერიოდში მან 2 სკუდეტო და 2 ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო.

2006 წელს პირლომ იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო,ხოლო იუვენტუსში გადასვლის შემდეგ კიდევ 4 სკუდეტოს მოგება მოახერხა.
 

Leave a Reply

Your email address will not be published.