Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის კიპერს კორონა ვირუსი აქვს

ინტერის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ გუნდის სათადარიგო მეკარეს, დანიელე პადელის კორონა ვირუსი დაუდგინდა.

ინტერის სრულ შემადგენლობას ვირუსზე ტესტები პროტოკოლის გათვალისწინებით, ატალანტასთან მატჩის წინ ჩაუტარდა და სხვა არც ერთ ფეხბურთელს თუ სტაფის წევრს ინფექცია არ აღმოაჩნდა.

ფეხბურთელი ასიმპტომატიურია და იზოლაციაშია გადაყვანილი.