Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ლეგენდა:“ნერაძური ლუკაკუზე ზედმეტად არის დამოკიდებული“

ინტერის ლეგენდა და გუნდის ყოფილი კაპიტანი,ბეპე ბერგომი ამბობს,რომ ინტერის ბოლო წარუმატებელი თამაში ფიზიკაზე მეტად ფსიქოლოგიური პრობლემაა.

ინტერმა ჯერ ბოლონიასთან წააგო,შემდეგ კი ვერონასთან ითამაშა ფრე და მე-4 ადგილამდე დაქვეითდა.ნერაძური არის გუნდი,რომელმაც იმ თამაშებში,რომელსაც იგებდა,20 ქულის დაკარგვა მოახერხა.

„გუნდმა უნდა გააანალიზოს,თუ რატომ არის ერთ შეხვედრაში ორი სხვადასხვა ინტერი.ეს მოხდა ბოლონიასთან და ეს მოხდა ვერონასთან.

„ინტერი რომელუ ლუკაკუზე ზედმეტად არის დამოკიდებული.რა თქმა უნდა,ის უძლიერესი ფეხბურთელია,თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და მისი წარმატება ერთ მოთამაშეზე არ უნდა იყოს დამოკიდებული,ვფიქრობ პრობლემა პსიქოლოგიურია და ამაზე გუნდმა ბევრი უნდა იმუშაოს.”

Leave a Reply

Your email address will not be published.