Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდარული ტრებლის გმირები ნერაძურის ჩემპიონობას ულოცავენ

2010 წელს ინტერის ლეგენდარული ტრებლის მონაწილეები ანტონიო კონტეს გუნდს სკუდეტოს მოპოვებას ულოცავენ.

„11 წლის შემდეგ, ჩვენ იქ დავბრუნდით, სადაც ინტერის ადგილია. ნერაძრიმ ეს გამარჯვება დაიმსახურა და მინდა, რომ გუნდის თითოეულ წევრს უდიდესი მადლობა გადავუხადო და მომდევნო სეზონში უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო.“ განაცხადა ჟულიო ცეზარმა.

„სკუდეტოს იგებს გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად არის შეკრული და სეზონის განმავლობაში ერთმანეთისთვის მსხვერპლის გაღებას დათანხმდება. ინტერმა და გუნდის ქომაგებმა ეს სიხარული დაიმსახურეს.“ – სამუელ ეტო’ო.

„თქვენ უამრავი ქომაგი გაახარეთ როგორც იტალიაში, ასევე მის მიღმა. მადლობა კონტეს და მის შეგირდებს იმისთვის, რომ ეს უდიდესი გუნდი მწვერვალზე დააბრუნა, თქვენ კლუბის სიამაყე ხართ.“ – ესტებან კამბიასო.

„მე სეზონის პირველი დღიდან ვამბობდი, რომ ინტერი ვალდებული იყო მიმდინარე სეზონში სკუდეტო მოეპოვებინა. ჩვენ ეს მოვახერხეთ, ჩვენ ეს დავიმსახურეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია.“ – მარკო მატერაცი.

„უბედნიერესი ვარ, ეს სრულიად დამსახურებული და უმნიშნელოვანესი ტიტულია. ბედნიერი ვარ ჩემი კაპიტნის ძანეტის გამო და იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ამ შესანიშნავი მიღწევის აღნიშვნას ინტერის ქომაგებთან ერთად მილანის ქუჩებში შევძლებ.“ – დიეგო მილიტო.

გათიშვა