Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ინტერის ლეგენდა:“ ბეპე მაროტა ინტერს შესანიშნავად უძღვება“

ინტერის ლეგენდარულამ ფეხბურთელმა რიკარდო ფერიმ ნერაძურის გენერალური დირექტორის ბეპე მაროტას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„ბეპე მაროტას გადაწყვეტილებამ, რომ ანტონიო კონტეს ნაცვლად გუნდში სიმონე ინძაგი მიეყვანა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ფინანსური კრიზისის მიუხედავად გუნდი სპორტული წარმატებისთვის ბრძოლას მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს. ინძაგი არის ამბიციური მწვრთნელი, რომელსაც ინტერთან ერთად მნიშვნელოვანი წარმატებების მიღწევა შეუძლია.

„მაროტამ გასულ სეზონში ინტერის შემადგენლობა გუნდში არსებული ფინანსური კრიზისისგან შესანიშნავად დაიცვა და ფეხბურთელებს დანებების საშუალება არ მისცა, შემდეგ მას კონტეს გუნდიდან წასვლის გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება მოუწია, ახლა კი მან უნდა მოახერხოს, რომ გუნდის სპორტული უნარიანობა არ შეამციროს და პარალელურად ფინანსურ საკითხებზე იზრუნოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას მოახერხებს.

„მაროტა იუვენტუსშიც ძალიან კარგად მუშაობდა და ის თავის საქმეს ინტერშიც შესანიშნავად ართმევს თავს. ის უდიდესი პროფესიონალია, რომელსაც ბევრი სათანადოდ ვერ აფასებს.

„ვინ იქნებოდა ჰაკიმის კარგი შემცვლელი ? ვფიქრობ, რომ ლაცარი კარგი ვარიანტია. ის ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ჰაკიმის მახასიათებლებით ჰგავს და ინძაგის კარგად იცნობს.“