Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ინტერის ლეგენდა:“ ნერაძურიმ სერია ა უნდა მოიგოს“

ინტერის ლეგენდარული ნახევარმცველის, ნიკოლა ბერტის აზრით, ნერაძური და კონტე ვალდებულები არიან, რომ წელს სკუდეტო მოიგონ.

ბერტიმ ასევე ნიკოლო ბარელაზეც ისაუბრა.

„მე და ნიკოლო ერთმანეთს გარკვეულწილად ვგავართ, განსაკუთრებით სიმაღლით. მე მისი გულშემატკივარი ჯერ კიდევ კალიარიში თამაშის დროიდან ვარ, მისი თამაშის სტილი ძალიან მომწონს და ძალიან მიხარია, რომ ის ინტერის წევრი გახდა.

„ის ძალიან სწრაფი ტემპით უმატებს, ის უნივერსალია, ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში და კონტეს აუცილებლად გამოადგება.

„სკუდეტოს რაც შეეხება, ინტერს ძალიან ძლიერი და ღრმა შემადგენლობა ჰყავს. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, ანტონიო კონტე ვალდებულია, რომ სკუდეტო მოიპოვოს. ჩემი აზრით, სხვა არც ერთი შედეგი დამაკმაყოფილებელი არ უნდა იყოს.“